ეკა ტყეშელაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ეკატერინე ტყეშელაშვილი)

ეკა ტყეშელაშვილი (დ. 23 მაისი, 1977, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს ეჭირა მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში.

ეკა ტყეშელაშვილი
ეკა ტყეშელაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მაისი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედიდავით ბაქრაძე
მემკვიდრეგრიგოლ ვაშაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო, 2007 – 5 მაისი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე
წინამორბედიგია ქავთარაძე
მემკვიდრენიკა გვარამია

დაბადებული23 მაისი, 1977
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიადიპლომატი

ბიოგრაფიარედაქტირება

1994 წელს დაამთავრა თბილისის 46-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1999-2000 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისტად. 2001-2002 წლებში გადიოდა პრაქტიკას ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში ბრალმდებლის ოფისში სააპელაციო განყოფილებაში. 2002-2004 წლებში მუშაობდა IRIS-საქართველოს იურისტად, შემდგომ კი დირექტორად.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2006 წლის მაისიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის 5 მაისს გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.

2010 წლის ნოემბერში დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად.[1]

სქოლიორედაქტირება

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით ბაქრაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2008
შემდეგი:
გრიგოლ ვაშაძე