გიგა ბოკერია
გიორგი (გიგა) ბოკერია (დ. 20 აპრილი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2017 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფილი დეპუტატების პარტიის — „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე 2021 წლის 10 აპრილიდან.
გიორგი (გიგა) ბოკერია | |
![]() | |
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ნოემბერი, 2010 – 21 ნოემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | ეკა ტყეშელაშვილი |
მემკვიდრე | ირინე იმერლიშვილი |
დაბადებული | 20 აპრილი, 1972 თბილისი, ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ევროპული საქართველო |
მამა | ლევან ბოკერია |
დედა | ნანა ალექსანდრია |
მეუღლე | თამარ ჩერგოლეიშვილი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლისტერის უნივერსიტეტი |
პროფესია | ისტორიკოსი, იურისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | აგნოსტიციზმი[1] |
ბიოგრაფიარედაქტირება
გიგა ბოკერია დაიბადა ცნობილი არქიტექტორის ლევან ბოკერიას და საქართველოს ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას ოჯახში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1996 წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში — უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო.
1989-1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ 7 დღე ჟურნალისტი (1992), გაზეთ მიმომხილველის პოლიტიკური რედაქტორი (1992-1993), სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის „პიკის საათი“ ჟურნალისტი (1993), რადიო თავისუფლების ჟურნალისტი (1994), „არგუმენტი“ (პოლიტიკური რედაქტორი 1995-1996), სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სადისკუსიო პროგრამის „აქცენტები“ წამყვანი (1996).
2003 წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით სერბეთში სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. 2005-2008 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.[2] 2013-2016 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თანამოაზრეებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“.[3] 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკი-ფოთი-ხობში.[4] მიიღო 3796 ხმა (6,24%). [5]
პირადი ცხოვრებარედაქტირება
გიგა ბოკერიას მეუღლე 2006 წლიდან არის ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჰყავს ორი შვილი: ლევანი (დ. 1991) და კესარია (დ. 2006).[6]
გიგა ბოკერიას თქმით, იგი აგნოსტიკოსია, თუმცა თავს „ქრისტიანული კულტურის ნაწილად“ მიიჩნევს. [7]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- გიგა ბოკერია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიგა ბოკერია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- გიგა ბოკერია დაარქივებული 2021-04-13 საიტზე Wayback Machine. — ევროპული საქართველო
სქოლიორედაქტირება
- ↑ გიგა ბოკერია მძიმე კაცთან
- ↑ ცვლილებები მთავრობაში, უშიშროების საბჭოში // სივილ ჯორჯია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
- ↑ „ყოფილმა ნაციონალებმა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო დააფუძნეს“. imedinews.ge. 2017-01-30. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ სამივე რაიონში აქვს ჩემს ოჯახს ფესვები – ბოკერია ფოთში, სენაკსა და ხობში კენჭისყრაზე / Netgazeti
- ↑ cesko.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გიორგი ბოკერია. declaration.gov.ge (31 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2020.
- ↑ ბოკერია: არ ვარ ეკლესიური, მაგრამ ვარ ქრისტიანული კულტურის ნაწილი. tabula.ge (13 ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2021.