სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი თარგამაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი (გივი) თარგამაძე (დ. 23 ივლისი, 1968, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

გიორგი (გივი) თარგამაძე
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1968 (1968-07-23) (55 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1985-1987 წლებში მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფოს, N1 პოლიკლინიკის სანიტარი. 1990-1992 წლებში უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი. 1992-1993 წლებში გაზეთი „The Georgian Times“-ის საზოგადოების განყოფილების რედაქტორი. 1993-1995 წლებში – შპს ქართულენოვანი ჯორჯიან თაიმზის ჟურნალისტი. 1994-1995 წლებში გაზეთი „არგუმენტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1995-1996 წლებში გაზეთი „დილის გაზეთის“ პოლიტიკის განყოფილება. 1997-2002 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების ინსტიტუტის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი. 1997-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება