ირინე იმერლიშვილი

ირინე იმერლიშვილი (დ. 29 იანვარი, 1971) — ქართველი ბიოლოგი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2016 წლის 24 ოქტომბრიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2013-2016 წლებში. საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2013 – 24 ოქტომბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგიგა ბოკერია
მემკვიდრედავით რაქვიაშვილი

დაბადებული29 იანვარი, 1971 (1971-01-29) (53 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
შვილები2
რელიგიამართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები, 1994 წელს — ასპირანტურა, ხოლო 2019 წელს — დოქტურანტურა. 1988 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის პრეპარატორი. 1988-1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორანტი. 1994-1995 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის ლაბორანტი.

1993-1996 წლებში — საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის საქმისმწარმოებელი. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში. იყო სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 1997-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი;

1999-2000 წლებში საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში. 2000-2003 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2006-2012 წლებში საქართველოს რესპუბლიკური პარტია-რეგიონული სამსახურის უფროსი. 2012-2013 წლებში მ.პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური საბჭოს მდივანი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის თავმჯდომარე.

2013 წელს გახდა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი. ირინე იმერლიშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება