დავით რაქვიაშვილი
დავით (დათუნა) რაქვიაშვილი (დ. 16 ივლისი, 1968) — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2016 წლის 24 ოქტომბრიდან.
დავით (დათუნა) რაქვიაშვილი | ||
![]() | ||
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 24 ოქტომბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი | |
წინამორბედი | ირინე იმერლიშვილი | |
საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში |
დესპანი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
თებერვალი, 2011 – ივლისი, 2013 | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
2010 – 2011 | ||
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
იანვარი, 2008 – დეკემბერი, 2010 | ||
დაბადებული | 16 ივლისი, 1968 თბილისი, ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
მეუღლე | სოფიო მამარდაშვილი | |
შვილები | 4 |
ბიოგრაფიარედაქტირება
1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს. 2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. კურირებდა საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს. აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. 2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურეო საბჭოს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.