ლევან რამიშვილი
ლევან რამიშვილი (დ. 28 მარტი, 1973) — ქართველი პუბლიცისტი, ფილოსოფოსი.
ლევან რამიშვილი | |
---|---|
ლევან რამიშვილი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი | |
დაბადების თარიღი | 28 მარტი, 1973 |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თსუ |
საქმიანობა | პუბლიცისტი, ფილოსოფოსი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს.
1992-1993 წლებში იყო გაზეთ „მიმომხილველის“ ანალიტიკური ჯგუფის უფროსი; 1995-1996 წლებში გაზეთ „არგუმენტის“ საერთაშორისო და სარედაქციო წერილების განყოფილების რედაქტორი. იყო სამაუწუებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კონსულტანტი. 1996 წლიდან „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სტატია, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და სხვა თემებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 278
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- 90-იანი წლების ქართული მედია: ნაბიჯი თავისუფლებისაკენ (თანაავტორი). - თბილისი, 1997. - 43გვ.