პუბლიცისტიკა
პუბლიცისტიკა — საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა თანამედროვე აქტუალურ თემებზე. ის მასშტაბურად იყენებს ცხოვრებისეულ მასალას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ფაქტების ასახვით გარკვეულ პოლიტიკურ იდეას ავითარებს.
პუბლიცისტიკის ფართო დიაპაზონი განაპირობებს მისი ფორმების მრავალფეროვნებას. პოლიტიკურის გარდა გვხვდება ეკონომიკური, მორალურ-ეთიკური, ფილოსოფიური ხასიათის პუბლიცისტიკა. ასევე, ინფორმაციული, ანალიტიკური, პოლემიკური, დისკუსიური და სხვ. არსებობს საგაზეთო-საჟურნალო პუბლიცისტიკის ჟანრები – ინტერვიუ, კორესპონდენცია, რეცენზია, მთავარი და პრობლემური სტატიები, მიმოხილვა, წერილი, ნარკვევი, პამფლეტი, ფელეტონი და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნატო ჩხაიძე-აბესაძე, სესილი ხანჯალაძე, ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები, თბ., „პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა“, გვ. 26-27.