თამარ ჩერგოლეიშვილი
ქართველი ჟურნალისტი , ბლოგერი
თამარ ჩერგოლეიშვილი (25 მაისი, 1975, თბილისი)[1] — ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი.
თამარ ჩერგოლეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 მაისი, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
ორგანიზაცია | „ტაბულა“ |
მეუღლე(ები) | გიგა ბოკერია |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1975 წლის 25 მაისს.[1] 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1997-1998 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში 2000 წელს დაიწყო მუშაობა ევროპის საბჭოში. 2006-2010 წლებში იყო ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. 2009 წელს დააფუძნა ჟურნალი „ტაბულა“, 2012 წლის ბოლოს კი გაეშვა „ტაბულას“ ტელევიზია რომელმაც მალევე შეწყვიტა მაუწყებლობა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჩერგოლეიშვილი არის ქართველი პოლიტიკოსის, გიგა ბოკერიას მეუღლე 2006 წლიდან. ჰყავს ორი შვილი: ეკატერინე (დ. 1997, პირველი ქორწინებიდან) და კესარია (დ. 2006).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამარ ჩერგოლეიშვილი დაარქივებული 2020-09-10 საიტზე Wayback Machine. — tabula.ge
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გიორგი ბოკერია. declaration.gov.ge (31 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]