დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე (დ. 1 ივლისი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
დავით ბაქრაძე | |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | ნინო ბურჯანაძე |
მემკვიდრე | დავით უსუფაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 2008 – 24 აპრილი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე |
წინამორბედი | გელა ბეჟუაშვილი |
მემკვიდრე | ეკა ტყეშელაშვილი |
დაბადებული | 1 ივლისი, 1972 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2004-2017) ევროპული საქართველო (2017-2021) |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | ფიზიკოსი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკოსის სპეციალობით და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი სახელმწიფო მოხელის სპეციალობით. არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავიდა. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. იყო ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი. 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა როგორც ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი. პირველ ტურში მან მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.[1]
2021 წლის 10 აპრილს დატოვა „ევროპული საქართველო“. [2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით ბაქრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ბაქრაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ოფიციალური საიტი Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
- ↑ დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა. ambebi.ge (2021-04-10). ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2021.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გელა ბეჟუაშვილი |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 |
შემდეგი: ეკა ტყეშელაშვილი |
წინამორბედი: ნინო ბურჯანაძე |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2008–2012 |
შემდეგი: დავით უსუფაშვილი |