დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი (დ. 5 მარტი, 1968, მაღარო, სიღნაღის რაიონი) — ქართველი იურისტი, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005-2013 წლებში. პოლიტიკური გაერთიანება ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 2019 წლიდან. მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016).
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენობისას, 1990-1992 წლებში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში. 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი. 1993-1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1994 წელს იყო საიას ერთ-ერთი დაფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე 1997 წლამდე. 1999 წელს დაასრულა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი. 1999-2000 წლებში იყო AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, 2001-2005 წლებში უძღვებოდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში. 2005 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ. 2011 წელს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა უსუფაშვილი კვლავ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არჩევნებში მან 66,09%-ით გაიმარჯვა.[1] 21 ოქტომბერს ახლად შეკრებილმა მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.[2] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსუფაშვილი თბილისის #6 მაჟორიტარულ ოლქში კენჭს რესპუბლიკური პარტიის სახელით იყრიდა და ხმათა 11,7% მიიღო. [3]
2016 წლის 29 ოქტომბერს უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. [4]
2017 წლის 16 ივნისს დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტია შენების მოძრაობა დააფუძნა.[5] იგი მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა ხმების 2,26% (36 037 ხმა) მიიღო.[6]
2019 წელს ის შეურთდა „ლელოს“, როდესაც ლელო, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა და დაფუძნდა პოლიტიკურია პარტია ლელო საქართველოსთვის. დავით უსუფაშილი ამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.[7]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო საქართველოსთვის“.[8]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დავით უსუფაშვილი“ ვიკისაწყობში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით უსუფაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით უსუფაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბურთალო — საბოლოო მონაცემები. ცესკო. დაარქივებულია #3 ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2012.
- ↑ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულია დავით უსუფაშვილი. „რადიო თავისუფლება“ (21 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2012.
- ↑ დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
- ↑ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა
- ↑ „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. Reginfo.ge (16 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2019.
- ↑ ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2019.
- ↑ რადიო თავისუფლება დეკემბერი 22, 2019
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დავით ბაქრაძე |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2012 – 2016 |
შემდეგი: ირაკლი კობახიძე |