მთავარი მენიუს გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველო
Greater coat of arms of Georgia.svg
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : არჩილ თალაკვაძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით. იგი უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს და ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს[1].

საქართველოში პირველად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას აბარებდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შევსებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით[2]. მისი პირველი თავმჯდომარე გახდა ნიკოლოზ ჩხეიძე. 1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - 1921 წლის 25 თებერვლამდესაქართველოს დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო; 1992 წლის 4 ნოემბრიდან მას საქართველოს პარლამენტი ჰქვია.

სექციების სია

თავმჯდომარეების სიარედაქტირება

ეროვნული საბჭოს თავმჯდომარერედაქტირება

პარლამენტის თავმჯდომარერედაქტირება

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარერედაქტირება

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებირედაქტირება

სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეებირედაქტირება

1992 წლის მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის 10 მარტს დაინიშნა ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, შეცვალა რა სამხედრო საბჭო. 1992 წლის 11 ოქტომბერს საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, 1992 წლის 4 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომიდან შეუდგა სამსახურებრივ მოვალეობას. სულ მალე, პარლამენტმა შემოიღო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა და 1992 წლის 6 ნოემბერს შევარდნაძე უალტერნატივოდ არჩეულ იქნა ამ პოსტზე, ფორმალურად შეენახა რა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, შევარდნაძე გათავისუფლდა ყოველდღიური სამუშაო სხდომების ხელმძღვანელობისგან. შეიქმნა პარლამენტის სპიკერის პოსტი, არჩეულ იქნა სპიკერი - ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც დაევალა პარლამენტის სხდომების ხელმძღვანელობა. 1995 წლის 26 ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის და სპიკერის თანამდებობა გაერთიანდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტის აღდგენასთან თანადროულად.

პარლამენტის თავმჯდომარერედაქტირება

პარლამენტის სპიკერირედაქტირება

პარლამენტის თავმჯდომარეებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები
  2. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-7 მუხლი