წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. შემოღებულია 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.[1]

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ორდენის პირველი კავალერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ უ. ბუში, რომელსაც ჯილდო გადაეცა თბილისში სტუმრობისას, 2005 წ. 10 მაისს.[2] 2009 წელს ორდენის კავალერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი
- ↑ აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცეს[მკვდარი ბმული]. „ახალი ამბები - საქართველო“. 10/05/2005