ელისო ჭიპაშვილი
ელისო ჭიპაშვილი (დ. 1964[1], ბაზალეთი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
ელისო გიორგის ასული ჭიპაშვილი-მაჭავარიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1964 ბაზალეთი |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, დიღმის სასაფლაო |
მეუღლე(ები) | დავით მაჭავარიანი |
მშობლები |
მამა: გიორგი ჭიპაშვილი დედა: ქეთევანი ლეონიძე |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო თბილისელი, მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად[2][1].
1989 წლის 9 აპრილს, ელისო ჭიპაშვილი რუსული „სპეცნაზის“ მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა[3], მაშინ ის 6 თვის ფეხმძიმე იყო. ოჯახის წევრებმა დიდი ძებნის შემდეგ ელოსოს ცხედარს „არამიანცში“ მიაკვლიეს. ძმის სიტყვებით: „ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო — ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული.“ ელისოს დედა გარდაიცვალა ელისოს დასაფლავების წინა დღეს. დაკრძალეს 15 აპრილს[4] თბილისში, დიღმის სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[5].
ხარაგაულის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. ელისო ჭიპაშვილის ქუჩა).
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ვახტანგ ჭიპაშვილი – საამაყოა უმცროსი დის გმირობისთვის წმინდა გიორგის ორდენი
- ↑ ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - 9 აპრილის პატარა გმირები
- ↑ 9 აპრილი - ფეხმძიმე გოგონას გმირობა
- ↑ „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]