ვენერა მეტრეველი
ვენერა მეტრეველი (დ. 10 ოქტომბერი, 1943 — გ. 12 მაისი?, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
ვენერა დავითის ასული მეტრეველი-გვარამაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1943 |
გარდაცვალების თარიღი |
1989 თბილისი |
დაკრძალულია | სოფელი ალი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია რედაქტირება
მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად. 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა.
ვენერა მეტრეველი, 12 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკრძალულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[1].
ლიტერატურა რედაქტირება
- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
- 9 აპრილი, გარდა მწუხარებისა, ეროვნული ამაღლების დღეცაა, გაზ. „ხაშურის მოამბე“, № 17, 28 აპრილი 2019 წელი, გვ., 5