მამუკა ნოზაძე
მამუკა ნოზაძე (დ. 31 ივლისი, 1967[1], სოფელი ყარსუბანი, ლაგოდეხის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — სტუდენტი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (21 წლის. შეცდომით გავრცელდა — 22 წელი[2]).
მამუკა გივის ძე ნოზაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 ივლისი, 1967 სოფელი ყარსუბანი, ლაგოდეხის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 (21 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | სოფელი ყარსუბანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მშობლები |
მამა: გივი ნოზაძე დედა: შურა |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამუკა ნოზაძე დაიბადა 1967 წლის 31 ივლისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ყარსუბანში. 1984 წელს დაამთავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ყარსუბნის საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო სოფელ ვარდისუბნის საკონსერვო ქარხანაში. 1986 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალაქ ჩიტაში. 1988 წელს, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[3] ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში[1].
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].
მამუკა ნოზაძის სახსოვრად ლაგოდეხში ყოველ 9 აპრილს შეჯიბრება იმართება, მამუკაობა.[5]
სოფელ კართუბნის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს მის სახელს (იხ. მამუკა ნოზაძის ქუჩა).
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
- ნოზაძე გ., ნოზაძე ს., ნოზაძე ა. „ნოზაძეთა საგვარეულო“, თბ., 2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 9 აპრილს გმირულად დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნის დღე
- ↑ („თბილისი“, 11, IV, № 84)
- ↑ „თბილისი“, 1989, 12 აპრილი, გვ. 7
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]
- ↑ „ახლობლები ეუბნებოდნენ: არ წახვიდე, შვილო, არ წახვიდე...“