მთავარი მენიუს გახსნა

დავით ბეჟუაშვილი (დ. 19 იანვარი, 1969, მანგლისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1999, 2004, 2008, 2012) წევრი.

დავით ბეჟუაშვილი
დაბ. თარიღი 19 იანვარი, 1969
დაბ. ადგილი მანგლისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი
შვილები 2

ბიოგრაფიარედაქტირება

1998-1999 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საქგაზში“. 1999 წელს გახდა საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით, ხოლო 2004 წელს - მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. 2008 და 2012 წელში აირჩა თეთრი წყაროს ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად ნაციონალური მოძრაობიდან.

პირადი და ოჯახური ცხოვრებარედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ძმა, გელა ბეჟუაშვილი იყო საქართველოს მთავრობის წევრი 2004-2008 წლებში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება