საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2004
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2004) - საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2004 წლის 28 მარტს. ამ არჩევნებს წინ უძღოდა ვარდების რევოლუცია და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნაწილობრივი გაუქმება. არჩევნებში გაიმარჯვა ახალარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მეორე პარტია, რომელმაც პარლამენტის მანდატები მიიღო იყო ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია".
2003‹ ![]() | ||||
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები | ||||
28 მარტი 2004 | ||||
![]() |
![]() | |||
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | მემარჯვენე ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) | ||
მოსახლეობის ხმები | 1 027,070 | 116,282 | ||
პროცენტი | 66,4% | 7,6% | ||
მმართველი პარტია |
არჩეული პარტია | |||
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მემარჯვენე ოპოზიცია |
წინაპირობარედაქტირება
2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ნოემბრის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. 22 ნოემბერს მანიფესტანტებმა ხელი შეუშალეს ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. მომავალი არჩევნების ორგანიზებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებას განაგრძობდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი.
ხელახალი არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ პროპორციული, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში დატოვა.
შედეგებირედაქტირება
პარტიები და ალიანსები | ხმა | % | ადგილი |
---|---|---|---|
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 1 027 070 | 66,4 | 135 |
მემარჯვენე ოპოზიცია | 116,282 | 7.6 | 15 |
დემოკრატიული აღორძინების კავშირი | 6.0 | - | |
საქართველოს ლეიბორისტული პარტია | 5.8 | - | |
თავისუფლება | 4.2 | - | |
ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი | 2.5 | - | |
ჯუმბერ პატიაშვილი – ერთობა | 2.4 | - | |
სულ | 1,518,751 | 150 |