ტაბულა (ჟურნალი)
ტაბულა — ქართულენოვანი ჟურნალი, რომელიც 2010 წლიდან გამოიცემა. ჟურნალს გამოსცემს სამოქალაქო განათლების ფონდი. მას მკაფიო სარედაქციო პოლიტიკა აქვს, რომელიც ეფუძნება მემარჯვენე ლიბერტარიანულ მსოფლმხედველობას.[1]
ტაბულა | |
---|---|
ენა | ქართული |
მთავარი რედაქტორი | თამარ ჩერგოლეიშვილი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | სამოქალაქო განათლების ფონდი |
ქვეყანა | საქართველო |
პუბლიკაციის ისტორია | 2010 წ. |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ტიპი | საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი |
ჟურნალის მთავარი რედაქტორია თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც გიგა ბოკერიას მეუღლეა. ბოკერია მაღალ თანამდებობებს იკავებდა ხელისუფლებაში 2003–2013 წლებში.