საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2003

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2003) - რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნების პარალელურად ტარდებოდა რეფერენდუმი, რომლის მიხედვით მოსახლეობა წყვეტდა, შემცირებულიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე. არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ ბათილად ცნო. ხელახალი არჩევნები 2004 წლის 28 მარტს გაიმართა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2003
საქართველოს დროშა
1999 ←
2 ნოემბერი, 2003 (2003-11-02)
→ 2004

საქართველოს პარლამენტის 235 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 118 ადგილი
  პირველი პარტია მეორე პარტია
  VazhaLortkipanidze.jpg Aslan Abaschidse.jpg
ლიდერი ვაჟა ლორთქიფანიძე ასლან აბაშიძე
პარტია ახალი საქართველოსთვის აღორძინება
ადგილები მანამდე 131 58
მიღებული ადგილები 57 39
მოსახლეობის ხმები 407,045 Decrease2.svg 359,769 Decrease2.svg
პროცენტულობა 21,32% Decrease2.svg 18,84% Decrease2.svg
ცვლილება 74 Decrease2.svg 19 Decrease2.svg

  მესამე პარტია მეოთხე პარტია მეხუთე პარტია
  Mikhail Saakashvili, Davos (cropped).jpg Natelasvili.jpg 06-12-2019 Nino Burjanadze.png
ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შალვა ნათელაშვილი ნინო ბურჯანაძე
პარტია ნაციონალური მოძრაობა ლეიბორისტული ბურჯანაძე-დემოკრატები
ადგილები მანამდე 2
მიღებული ადგილები 42 23 19
მოსახლეობის ხმები 345,197 229,900 Increase2.svg 167,908
პროცენტულობა 18,08% 12.04% Increase2.svg 8.79%
ცვლილება 21 Increase2.svg

  მეექვსე პარტია მეშვიდე პარტია
  David Gamkrelidze.jpg გოგი თოფაძე, ბიზნესმიენი, პარტია მგს ლიდერი.jpg
ლიდერი დავით გამყრელიძე გოგი თოფაძე
პარტია ახალი მემარჯვენეები მრეწველები
ადგილები მანამდე 15
მიღებული ადგილები 16 4
მოსახლეობის ხმები 140,259 117,785 Decrease2.svg
პროცენტულობა 7.35% 6.4% Decrease2.svg
ცვლილება 11 Decrease2.svg

მმართველი პარტია არჩევნებამდე


სმკ

არჩეული პარტია

არჩევნების შედეგები გაბათილდა

წინასაარჩევნო სიტუაციარედაქტირება

2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირი“ დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში - „მემარჯვენეებმა“. სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“ დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით „ბურჯანაძე - დემოკრატები“.

2003 წლის დასაწყისიდან „მოქალაქეთა კავშირი“ შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი „ახალი საქართველოსთვის“. ეს იყო ეკლექტური გაერთიანება, რომელშიც „მოქალაქეთა კავშირთან“ ერთად შედიოდნენ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს სოციალისტური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და სხვები. ალიანსს მხარს უჭერდა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. სახელისუფლებო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიას სათავეში ჩაუდგა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარტიულ სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

არჩევნებში ასევე მონაწილეობდა „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ტრადიციულად ბევრ ხმებს იღებდა ამ რეგიონში.

არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.

არჩევნებირედაქტირება

არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 7%-ზე მეტი. 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. მათგან 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო დანარჩენ 73 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა ჩვეულებისამებრ.

შედეგებირედაქტირება

არჩევნებზე ტარდებოდა ორი ეგზიტ-პოლი, ხოლო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ატარებდა ხმების პარალელურ დათვლას.

პარტია ოფიციალური შედეგები % ხმების პარალელური დათვლა %
ახალი საქართველოსთვის 21,32 18,92
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 18,84 8,13
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 18,08 26,6
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 12,04 17,36
ბურჯანაძე-დემოკრატები 8,79 10,15
ახალი მემარჯვენეები 7,35 7,99

რეფერენდუმირედაქტირება

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა საკონსტიტუციო რეფერენდუმი. შეკითხვა იყო: "მომხრე ხართ თუ არა, რომ პარლამენტის წევრთა რიცხვი შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 150 წევრით?" წინადადებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 83,5%.

შეფასებები და რეაქციარედაქტირება

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბებებს, განსაკუთრებით აჭარასა და ქვემო ქართლის მხარეში.

არჩევნებმა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში, რაც გახდა მიზეზი დემონსტრაციებისა, რომლებიც 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე თბილისის ქუჩებში იმართებოდა. 22 ნოემბერს აქციაზე შეკრებილმა ხალხმა არ დაუშვა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება და მისი უფლებამოსილების ცნობა. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. იმავე დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, თუმცა ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არცევნებისა და რეფერენდუმის შედეგები. მომავალ არჩევნებამდე მუშაობა განაგრძო 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა.