მთავარი მენიუს გახსნა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2004)

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2004) - საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2004 წლის 28 მარტს. ამ არჩევნებს წინ უძღოდა ვარდების რევოლუცია და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნაწილობრივი გაუქმება. არჩევნებში გაიმარჯვა ახალარჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მეორე პარტია, რომელმაც პარლამენტის მანდატები მიიღო იყო ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია".

2003‹  საქართველოს დროშა 2008
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
28 მარტი 2004
David Gamkrelidze.jpg
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს)
მოსახლეობის ხმები 1 027,070 116,282
პროცენტი 67% 7,6%
მმართველი
პარტია
არჩეული პარტია
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მემარჯვენე ოპოზიცია

წინაპირობარედაქტირება

  მთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.

2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ნოემბრის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. 22 ნოემბერს მანიფესტანტებმა ხელი შეუშალეს ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. მომავალი არჩევნების ორგანიზებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებას განაგრძობდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი.

ხელახალი არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ პროპორციული, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში დატოვა.

შედეგებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება