ზურაბ ჟვანია

ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.

ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.

ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია
საქართველოს მე-4 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი 2004 – 3 თებერვალი 2005
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა.
მემკვიდრეზურაბ ნოღაიდელი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი 2003 – 17 თებერვალი 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიავთანდილ ჯორბენაძე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა.

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ნოემბერი 1995 – 1 ნოემბერი 2001
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრისახელმწიფო მინისტრი:
ნიკოლოზ ლეკიშვილი
ვაჟა ლორთქიფანიძე
გიორგი არსენიშვილი
წინამორბედიედუარდ შევარდნაძე
(პარლამენტის თავმჯდომარე)
ვახტანგ გოგუაძე
(პარლამენტის სპიკერი)
მემკვიდრენინო ბურჯანაძე

დაბადებული9 დეკემბერი, 1963
თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვლილი3 თებერვალი, 2005 (41 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასმპ (1989-1993)
სმკ (1993-2002)
გდ (2002-2004)
ენმ (2004-2005)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაბიოლოგი
რელიგიამართლმადიდებლობა
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ ჟვანია დაიბადა 9 დეკემბერს, 1963 წელს ქალაქ თბილისში. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“ (1988), ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.

1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[1] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს. ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ (იხ. ვარდების რევოლუცია), პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

 
ჟვანია ვარდების რევოლუციისას
 
ზურაბ ჟვანიას საფლავის ქვა დიდუბის პანთეონში

ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ნიშანდობლივია საქართველოს კათალოკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები:

 
„ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.“

ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა. ძმა — გიორგი ჟვანია.

ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა და მოედანი.

იხილეთ ასევე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 115, ISBN 978-9941-0-5972-8.


პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ავთანდილ ჯორბენაძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
2003 – 2004
შემდეგი:
წინამორბედი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2004 – 2005
შემდეგი:
ზურაბ ნოღაიდელი