რამაზ ნიკოლაიშვილი

რამაზ ნიკოლაიშვილი (დ. 17 ივნისი, 1965, თბილისი, საქართველოს სსრ ) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2010-2012 წლებში

რამაზ ნიკოლაიშვილი
რამაზ ნიკოლაიშვილი
რამაზ ნიკოლაიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2010 – 31 აგვისტო, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიდავით ტყეშელაშვილი
მემკვიდრელაშა მგელაძე

დაბადებული17 ივნისი, 1965 (1965-06-17) (59 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საარჩევნი ოლქიოზურგეთი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლება1) საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
2) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობაპარლამენტის წევრი
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
ღირსების ორდენი
ღირსების მედალი

განათლება

რედაქტირება

1990 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით; ხოლო 1997 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. იგივე სასწავლებელი დაამთავრა 2003 წელსაც, ამჯერად იურისტის სპეციალობით.

ნიკოლაიშვილის სამუშაო გამოცდილება იწყება 1994 წლიდან, როცა მან საგადასახდო ინსპექციაში დაიწყო მუშაობა. 2000-2003 წლებში მუშაობდა საგანგებო ლეგიონში. 2003-2007 წლებში მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში, ხოლო ამ სამსახურის რეორგანიზების შემდეგ - შემოსავლების სამსახურში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად გურიის მხარეში, სადაც იმუშავა იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ, ზაფხულში დაინიშნა ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2010-2012 წლებში იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს[2].

ჯილდოები

რედაქტირება

საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის პრეზიდიუმის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით - 2009 წელს ტრანსპორტის და საგზაო მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისთვის მიენიჭა „წლის ინჟინრის“ საპატიო წოდება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  2. საქართველოს მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-25. ციტირების თარიღი: 2011-09-20.