ნოდარ ჯანგირაშვილი
ნოდარ ჯანგირაშვილი (დ. 1948[1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
ნოდარ შოთას ძე ჯანგირაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1948 |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, პეტრე-პავლეს სასაფლაო |
მშობლები | მამა: შოთა ჯანგირაშვილი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებანოდარ ჯანგირაშვილი დაიბადა 1948 წელს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო ფიზკულტურის ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის სპორტსახკომში, სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ რესპუბლიკურ საბჭოში, ნებაყოფლობითი ფიზკულტურულ-სპორტული საზოგადოების პროფკავშირების რესპუბლიკურ საბჭოში აგიტაცია-პროპაგანდის სამმართველოს უფროს ინსტრუქტორად. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით დაწესდა „დინამოს“ სტადიონზე „ერთგულების“ ლატარეა , გაიხსნა სპორტული ლიტერატურის ბიბლიოთეკა, სპორტული ლიტერატურის მაღაზია, აშენდა მეტროსადგურ ყოფილ „ელექტროდეპოსთან“ დიდუბეში გადასასვლელი ხიდი, გაიხსნა ინვალიდი სპორცმენებისათვის დახმარების ფონდი, რომლის პასუხისმგებელი მდივანიც თვითონ იყო.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „თბილისი“, 1989, 14 აპრილი, გვ. 4
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]