ნინო თოიძე
ნინო თოიძე (დ. 15 დეკემბერი, 1966[1], სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (22 წლის).
ნინო შუქრის ასული თოიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 დეკემბერი, 1966 სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 (22 წლის) თბილისი |
მშობლები |
მამა: შუქრი თოიძე დედა: ჟუჟუნა |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომელი.[2] მცირე ხნით რუსეთში სწავლობდა ინჟინერიის ფაკულტეტზე, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში[3].
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. არსებული ინფორმაციით, იგი თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი[4]. დაკრძალეს 15 აპრილს[5] სოფელ ლიხაურში.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[6].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საინფორმაციო პროგრამა „ფაქტი“ – 9 აპრილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ 1989 წლის 9 აპრილის გმირები
- ↑ ნინო თოიძე ჩვენი დროის გმირია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ ნინო თოიძე (1966-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ „თბილისი“, 1989, 12 აპრილი, გვ. 7
- ↑ „პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულები წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა“. Civil.ge. 9 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)