აზა ადამია (დ. 1968[2], მარტვილი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — სტუდენტი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

აზა რაჟდენის ასული ადამია
დაბადების თარიღი 1968
მარტვილი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია მარტვილი
მშობლები მამა: რაჟდენ ადამია
დედა: ჟუჟუნა ადამია[1].
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აზა ადამია დაიბადა 1968 წელს ქალაქ მარტვილში. მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახლადგახსნილ სამრეწველო-სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, დაუსწრებელზე სწავლობდა და მარტვილში რამდენიმე ადგილას, მათ შორის მუსიკის მასწავლებლადაც მუშაობდა.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია მარტვილში.[2]

აზა ადამიას სახელი აქვს მინიჭებული მარტვილის მეორე საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც 2009 წელს მისი ძეგლი დადგეს[3]. მის სახელს ატარებს მარტვილის ერთ-ერთი ქუჩაც (იხ. აზა ადამიას ქუჩა).

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990