ნატო გიორგაძე
ნატო გიორგაძე (დ. 1960[კ 1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (29 წლის)[2].
ნატო ალექსის ასული გიორგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1960 |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 თბილისი |
დაკრძალულია | სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
მშობლები |
მამა: ალექსი გიორგაძე დედა: ნუნუ გიორგაძე[1] |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობდა თბილისში, რადიო ქარხანაში.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[3] ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ახალშენი)[4].
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[5].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "ეს თავგანწირვად ღირდა". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-22. ციტირების თარიღი: 2020-01-20.
- ↑ „9 აპრილამდე გამოცხადება ჰქონდა“ - „გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გურული გმირის დასთან
- ↑ „თბილისი“, 1989, 12 აპრილი, გვ. 7
- ↑ ნატო გიორგაძე (1965-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]
კომენტარები
რედაქტირება- ↑ დაბადების წელი აღნიშნულია საფლავის ქვაზე