ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და საოჯახო სასტუმროები.
სოფელი | |
---|---|
ხიდისთავი | |
![]() სოფლის ხედი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიდისთავი |
კოორდინატები | 41°58′23″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 41.97306° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. |
დაარსდა | მეზოლითი |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ადრეული სახელები | ოცხანა |
ცენტრის სიმაღლე | 230 მ |
მოსახლეობა | 303[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.
ისტორია
რედაქტირება1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზეულის შესაყარში აღმოაჩინა მეზოლითური ნამოსახლარი.[2] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.
ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სახელი ოცხანა იხსენიება 1622 წლის საბუთში.
XIX საუკუნეში ოცხანა იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი, ბუკნარი და მეწიეთი. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[3]XIX საუკუნის ბოლოს ხიდისთავში ცხოვრობდა 1000 კომლამდე. მოქმედებდა ორკლასიანი სასწავლებელი და სამრევლო სკოლა.[4] 1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1903-1905 წლებში ხიდისთავში, ბერეჟიანების სახლში იკრიბებოდა რსდმპ-ის გურიის კომიტეტი.[5] 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი.
1920-იან წლებში არსებობდა ალკე რაიონის სახით. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1883[6] | 1944 | ||
1893[7] | 2598 | ||
1908[8] | 1404 | ||
1911[9] | 1017 | ||
2002[10] | 463 | 202 | 261 |
2014[1] | 303 | 143 | 160 |
ისტორიული ოდები
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული ოდები.[11][12][13][14]
მათ შორისაა ანა კალანდაძის საცხოვრებელი სახლი და კალანდაძეების სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- პოლიო ირეთელი (1876-1931) ― პუბლიცისტი, დრამატურგი
- ნესტორ კალანდაძე (1898) ― პუბლიცისტი.
- ლეონიდე კალანდაძე (1898) ― ენტომოლოგი.
- სიმონ გოგიბერიძე (1900-1970) ― სამხედრო პირი
- ლავროსი კალანდაძე (1903) ― მხატვარი.
- ალექსანდრე კალანდაძე (1909) ― არქეოლოგი.
- იოსებ მეგრელიძე (1909) ― ფილოლოგი.
- ქეთევან ლომთათიძე (1911) ― ენათმეცნიერი.
- ალექსანდრე კალანდაძე (1916) ― მწერალი
- ნინო კალანდაძე (1919) ― მეზღვაური.
- გაიოზ გოგიბერიძე (1922) ― მსახიობი.
- ედმუნდ კალანდაძე (1923) ― მხატვარი.
- ანა კალანდაძე (1924) ― პოეტი.
- ივანე კიღურაძე (1937) ― მათემატიკოსი.
გალერეა
რედაქტირება-
ანა კალანდაძის სახლი
-
ხიდისთავის საჯარო სკოლა
-
ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდი მდინარე გუბაზეულზე
-
სოფლის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა
-
1905 წლის რევოლუციის ობელისკი
-
ბიბლიოთეკა
-
ავტობუსის გაჩერება
-
მდინარე გუბაზეული
-
საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი"
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 480.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ. 16 — 1964 წ.
- ↑ ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 177.
- ↑ გოგიბერიძე ი., წერილი რედაქციის მიმართ // ივერია : გაზეთი, 1894, № 52, გვ. 3.
- ↑ ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 23.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20812
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20809
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20811
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20813