პოლიო ირეთელი
პოლიო ირეთელი, ნამდვილი სახელი პოლიევქტოს კალანდაძე (დ. 9 იანვარი, 1876, ხიდისთავი ― გ. 10 აპრილი, 1931, თბილისი) ― ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და დრამატურგი. მისი ნაწარმოები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს. 1895-1898 წლებში მასწავლებლობდა. 1895 წელს მისი სახელი პირველად გამოჩნდა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე. 1899 წლიდან კვალში ბეჭდავდა სატირულ მოთხრობებსა და მინიატურებს. 1901 წელს რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და 1903 წელს გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ირეტში, საიდანაც აიღო ფსევდონიმი ირეთელი. 1905 წელს დაწერა და 1908 წელს დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესები „დამარცხებულნი“, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებიდან გადაკეთებული „ქრისტინე“, „სოფლის გმირები“ (ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით) და სხვ. იყო იუმორისტული გაზეთის „შუამავალის“ (1908) და ჟურნალ „სალამურის“ (1911) ხელმძღვანელი. 1910 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „სხივს“. ავტორია მრავალი მოთხრობის: "გმინვა", "დედა", "ზღვის ნიავი" და სხვ.; ასევე ავტორია პიესებისა „ბედნიერი დღე“ (1913), „ფოლადის კაცი“, „პირველი ზარი“ (1924), „ნიაღვარი“ (1925). მას ეკუთვნის ლ. ტოლსტოის რომანის "აღდგომა" პირველი თარგმანი. თანამშრომლობდა ჟურნალებთან "მნათობთან", „ცისარტყელასთან“.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
თხზულებები
რედაქტირება- კედელი : მოთხრობები, მოგონებები, პიესები - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964
- მოთხრობები - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1946
- შეშინებული ჰათაჟუყვა : კომედია - სოხუმი, : წითელი აფხაზეთი-ს გა-მა, 1928
- ობოლი სამარე - ტიფლისი, სახელგამი, 1926
- ბედნიერი დღე : კომედია 3 მოქმედებად - Тифлис, ი. იმედაშვილის გამოცემა N58, 1913
- ქრისტინე : დრამა 4 მოქმედებათ და 5 სურათად (სიუჟეტი აღებულია ე. ნინოშვილის მოთხრობიდან) - თფილისი, ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", 1909
- დამარცხებულნი : დრამა 5 მოქმედებათ - ტიფლისი, სტ. "შრომა", 1908
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 352.