სალამური (ჟურნალი)
„სალამური“, ამ სახელწოდებით სხვადასხვა წლებში გამოდიოდა ორი ჟურნალი:
1. ქართული ყოველკვირეული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს. ალმანახის სახით გამოიცა 2 ნომერი. გამომცემელი - თ. ბოლქვაძე. თანამშრომლობდნენ პოლიო ირეთელი, ვ. მალაქიაშვილი, გ. ქუჩიშვილი და სხვები; კარირატურები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა და სხვებს. „სალამურის“ შემდეგ, როგორც მისი გაგრძელება, გამოვიდა ჟურნალი „ეშმაკის სალამური“.
2. ქართული ყოველკვირეული სალიტერატურო-იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1911 წელს. გამოიცა 19 ნომერი. რედაქტორი გამომცემელი — ნ. სულხანიშილი. თანამშრომლობდნენ ნ. ჩხიკვაძე, დ. ახვლედიანი, ცახელი (პ. თვალჭრელიძე), ს. ქურიძე (ს. ეული), ვ. რუხაძე, ა. აბაშელი და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 687, თბ., 1984