ეშმაკის სალამური
„ეშმაკის სალამური“ — ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ალმანახი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს ჟურნალ „სალამურის“ ნაცვლად. გამოვიდა 2 ნომერი. თანამშრომლობდნენ ნესტორ კალანდაძე (ეშმაკი), ვარლამ მალაქიაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, ფონ-ტეფო (ა. სარაჯიშვილი) და სხვა. ჟურნალში დაბეჭდილია სარედაქციო სტატია „ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი“ (დაბადების 100 წლისთავის გამო) პორტრეტითურთ. კარიკატურები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა და შალვა ქიქოძეს. გამომცემელი — მ. კალანდაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 258.