„შუამავალი“ქართული ყოველკვირეული იუმორისტული გაზეთი. გამოდიოდა 1907 წელს თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი — ს. კეკელიძე. დაბეჭდილია იუმორისტული სცენები, ნაკვესები ლექსად და პროზად, დეპეშები („სააქაო“ და „საიქიო“). თანამშრომლობდნენ ირეთელი (პოლიევქტოს კალანდაძე), ვერმიცანი (მ. კაკაბაძე), ეშმაკი (ნესტორ კალანდაძე), იასამანი (მიხეილ კინწურაშვილი). კარიკატურები ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს და გ. ზაზაშვილს. „შუამავლის“ შემდეგ გამოვიდა ჟურნალი „შურდული“.

ლიტერატურა

რედაქტირება