შურდული (ჟურნალი)
„შურდული“ — ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა 1907 წელს თბილისში გაზეთ „შუამავლის“ შემდეგ. რედაქტირებელ-გამომცემელი — ს. თავდიაშვილი. პირველ ნომერში გამოქვეყნებულია სამგლოვიარო განცხადებები და ნეკროლოგი ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო. ჟურნალში დაბეჭდილია იუმორისტული მოთხრობები, პაროდიები, გამოცანები, ოსკარ შმერლინგისა და შალვა ქიქოძის კარიკატურები, ხუმარას (ვარლამ რუხაძე), ეშმაკის (ნესტორ კალანდაძე), მიმინოს (ვანო ხანდამაშვილი), თაგუნას (შალვა შარაშიძე) და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 58.