Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიბერიძე.

გაიოზ გალაქტიონის ძე გოგიბერიძე (დ. 5 თებერვალი, 1922, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 დეკემბერი, 2000, ბათუმი) — ქართველი მსახიობი, აჭარის დამსახურებული არტისტი (1957 წ.), საქართველოს სახალხო არტისტი (1982 წ.).

გაიოზ გოგიბერიძე
დაბ. სახელი გაიოზ გოგიბერიძე
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1922
სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 11 დეკემბერი, 2000 (78 წლის)
ბათუმი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფიარედაქტირება

1938–1941 და 1943–1950 წლებში იყო ბათუმის, ჩოხატაურის, ხულოს თეატრების მსახიობი; 1951–1956 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შემდეგ — ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1956 წლიდან კვლავ ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრი იყო. გოგიბერიძის მიერ შესრულებული როლებს შორის აღსანიშნავია: ონისე (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), უფლისწული (მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), პეპო (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“), ესოპე (გილერმე ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“), კოჩკარიოვი (ნიკოლოზ გოგოლის „ქორწინება“), არტური (ეთელ ლილიან ვოინიჩის „კრაზანა“), ბაში- აჩუკი (აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“), კასიო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), მანუჩა (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ზაროვაველი (ეჟი იურანდოტის „მეცხრე წმინდანი“).

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება