ედმუნდ კალანდაძე
ედმუნდ ლავროსის ძე კალანდაძე (დ. 4 მაისი, 1923, ხიდისთავი — გ. 13 აგვისტო, 2014) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1964), საქართველოს კულტურის მინისტრი 1991-1992 წლებში
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1972-1986 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1986 წლიდან იყო საქართველოს სამუზეუმეო გაერთიანებასთან არსებული სახვითი ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 24 ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას.
შემოქმედება
რედაქტირებამისი ადრეული პორტრეტები ლირიკული ხასიათისაა. შემდეგ შექმნა პუანტილისტური პორტრეტები და პეიზაჟები. მომდევნო ნამუშევრებში უარყო პუანტილიზმი, მაგრამ შეინარჩუნა კოლორიტის სიმდიდრე. გამოფენები ჰქონდა გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ბრაზილიაში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში. მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში, ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი (ბუენოს-აირესი, არგენტინა), ხელოვნების მუზეუმი (სტამბული, თურქეთი); კერძო კოლექციები - საქართველო, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 327.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ნოდარ წულეისკირი |
საქართველოს კულტურის მინისტრი 1991 - 1992 |
შემდეგი: დავით მაღრაძე |