დავით მაღრაძე
დავით (დათო) მაღრაძე (დ. 28 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი პოეტი. საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი.
დავით მაღრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ივნისი, 1962 (62 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოეტი და პოლიტიკოსი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1984–1985 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“, ხოლო 1985–1991 წლებში ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორ-ლიტმუშაკი. 1991 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1991–1992 წლებში მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1992 წელს იყო ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი. არის მრავალი კრებულის ავტორი. ებოლიში გამართული პოეზიის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული .
1992–1995 წლებში ეკავა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 2004 — თელავის საპატიო მოქალაქე[1]
- 2005 — პრემია „საგურამო“
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით მაღრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით მაღრაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საპატიო თელაველები. თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2023
- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)