სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მნათობი.

„მნათობი“ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-1872 წლებში თბილისში (1869 წელს გამოვიდა 10 ნომერი; 1870 წელს — 4; 1871 წელს — 8; 1872 წელს — 11). რედაქტორი — ნიკოლოზ ავალიშვილი; გამომცემელი — ივანე ელიოზიშვილი. „მნათობი“ იყო ქართველი ხალხოსნების პროგრესული მიმართულების ჟურნალი, რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ქადაგებდა. გამოქვეყნებულია ნინო ორბელიანის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის, ნ. იაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, გიორგი იოსელიანის, ნიკოლოზ ავალიშვილის, ივანე ელიოზიშვილის, ანტონ ფურცელაძის, აკაკი წერეთლის, გ. ქიქოძის, რაფიელ ერისთავის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვათა ნაწარმოებები; ჯორჯ ბაირონის, უილიამ შექსპირის, ჟ. ბ. მოლიერის, ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ჰაინეს, პიერ - ჟან დე ბერანჟე და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. „მნათობს“ ლიტერატურულ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა „ცისკართან“, „დროებასთან“ და „კრებულთან“. სულ გამოვიდა ჟურნალის შემდეგი ნომრები:[1]

  • 1869: №1 (მარტი) 2, 3-4, 5-6, 7-8, 9-10 (დეკემბერი)
  • 1870: №1 (იანვარი),2,3,4, (აპრილი?)
  • 1871: №1 (იანვარი), 2,3,4,5,6,7,8 (აგვისტო)
  • 1872: №1 (იანვარი), 2,3, 4-5, 6-7, 8-9, 10-11 (დეკემბერი)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა «წიგნის მეგობარი», 1925, № 1—2;
  • ქართული ბიბლიოგრაფია, 1—ქართულ ერთდროულ გამოცემებში (1852—1910) მოთავსებული სტატიებისა და მასალების მაჩვენებელი, პ., 1916;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 7.