დიმიტრი ჯანაშვილი

დიმიტრი ჯანაშვილი (დ. 15 დეკემბერი, 1840, კახი, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 7 ოქტომბერი, 1905, ბოდბისხევი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — ქართველი საეკლესიო პირი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. ისტორიული და ეთნოგრაფიული სტატიების ავტორი. აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქართულ პერიოდიკაში „ჯანაშვილი ინგილო“-ს ფსევდონიმით.

ჯანაშვილს ეკუთვნის მრავალი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილი და ნარკვევი, კრიტიკული სტატია და მეცნიერული გამოკვლევა, სახელმძღვანელო წიგნი და რეცენზია, რომლებიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. მისი ნაშრომებია „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

9 წლის ასაკში მონათლეს თბილისში. სწავლობდა დედოფლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში ათიოდე ვა ინგილოსთან ერთად. 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ქიზიყში ცოლად შეირთო ელენე და მღვდლად ეკურთხა სოფელ ყორაღანში. 1867 წელს გარდაეცვალა მეუღლე. 1870 წლიდან გადავიდა ზაქათალაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1873 წლიდან გაბრიელ ეპისკოპოსის მიწვევით ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1878-1880 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. შემდეგ გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, სადაც ასწავლიდა სათავადაზნაურო სასწავლებელში. ამის შემდეგ მღვლად მუშაობდა შაქში, ვართაშენში, ალიბეგლოში, ბოდბისხევში. გარდაიცვალა 1905 წელს ბოდბისხევში. დაკრძალეს კახში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 536.
  • მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი : 1840-1905 : ფოტომატიანე / რუბრიკას უძღვებიან ლუარსაბ ტოგონიძე და გიორგი მაჩურიშვილი // საპატრიარქოს უწყებანი. - თბილისი, 2009. - 26 ნოემბერი - 2 დეკემბერი. - N36(523). - გვ.17-20
  • ჯანაშვილი ინგილო (დიმიტრი ჯანაშვილი). ფერიხანუმი–თამარი (მგზავრის ისტორიული შენიშვნა საინგილოზე), მნათობი, 1872 წ. № 4–5,გვ.21–36
  • ასრათ ომარაშვილი, საინგილოს ღირსეული მამულიშვილები (რედ. მარიკა ლორთქიფანიძე). თბ., 2002, ISBN 99928-958-9-6
  • ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 89-92.