საქართველო-იმერეთის გუბერნია
საქართველო-იმერეთის გუბერნია (რუს. Грузино-Имеретинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1841-1846 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.
საქართველო-იმერეთის გუბერნია გუბერნია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | ტფილისი | ||||||
ისტორია
რედაქტირებაშეიქმნა საქართველოს გუბერნიის, სომხეთის ოლქისა და იმერეთის ოლქის გაერთიანების შედეგად ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვარს. 1841 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის მხარე შედგებოდა შემდეგი მიწებისაგან: 1) ქართლი; 2) იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი; 3) სომხეთის ოქი; 4) ჯარ-ბელქანის ოლქი; 5) შირვანის პროვინცია; 6) ყარაბაღის პროვინცია; 7) შაქის პროვინცია; 8) ტალიშის სახანო; 9) ბაქოს პროვინცია; 10) დარუბანდის პროვინცია; 11) ყუბანის პროვინცია; 12) სამურის ოკრუგი; 13) ტარკის საშამხლო; სახანოები: ავარიის, კიურა-კაზი-კუმის, მეხთულინის და ლეზგინთა მიწებისაგან[კ 1]. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.
1841 წელს ახლადშექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნია დაიყო 11 მაზრად (სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი კვლავინდებურად დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდა):
# | გუბერნიის მაზრები | ადმინისტრაციული ცენტრები | მაზრების გერბები |
---|---|---|---|
1 | ტფილისის მაზრა | ტფილისი | |
2 | გორის მაზრა | გორი | |
3 | თელავის მაზრა | თელავი | |
4 | ბელაქნის მაზრა | ზაქათალა | |
5 | ქუთაისის მაზრა | ქუთაისი | |
6 | ელიზავეტპოლის მაზრა | ელიზავეტპოლი | |
7 | ალექსანდროპოლის მაზრა | ალექსანდროპოლი | |
8 | ერივანის მაზრა | ერივანი | |
9 | ნახიჩევანის მაზრა | ნახიჩევანი | |
10 | ახალციხის მაზრა | ახალციხე | |
11 | გურიის მაზრა | ოზურგეთი |
1842-1843 წლებში თელავის, თბილისის და გორის მაზრებს გამოეყოთ მთიანი რეგიონები და ჩამოყალიბდა შემდეგი ოკრუგები:
- თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი - შედგებოდა თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებისაგან;
- მთიულეთის ოკრუგი - შედგებოდა ხევის, მთიულეთისა და ქსნის უბნებისაგან; ცენტრი — ქვეშეთი
- ოსეთის ოკრუგი - შედგებოდა ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის უბნებისაგან (ნარის უბანი ტფილისის გუბერნიას 1859 წლის 19 ივნისს ჩამოეჭრა იხ. ბრძ. 34641). ცენტრი — ჯავა.
სამივე უკრუგს ჰყავდა თავთავისი სპეციალური მმართველი, ხოლო ამის გარდა სამივეს ერთად დაენიშნა სპეციალური მეთვალყურე - მთავარი ნაჩალნიკი საქართველო-იმერეთის გუბერნიის მთიელი ტომებისა, რეზიდენციიტ ქვიშეთში.
1842 წელსვე ბელაქანის მაზრას შეეცვალა სახელი ბელაქნის ოკრუგით, ხოლო 1844 წლის აპრილის თვეში საერთოდ ჩამოშორდა საქართველო-იმერეთის გუბერნიას და დაექვემდებარა ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო ნაჩალნნიკს, რომელსაც მიენიჭა უფლებები: სამოქალაქო საქმეებში გუბერნატორის, ხოლო სამხედრო სამეებში დივიზიის ნაჩალნიკის.
1844 წლის ნოემბერში თელავის მაზრა დაიყო თელავის და სიღნაღის მაზრებად.
საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა 1846 წლის 14 დეკემბერს[2], მის ადგილას ჩამოყალიბდა თბილისის, ქუთაისის, შემახისა და დერბენტის გუბერნიები[3].
კომენტარები
რედაქტირება- ↑ § 1. Закавкаский кай составляют земли, лежащия мужду Черным и Каспииским Морями, и именно: 1) Грузия; 2) Имеретия с Гуриею, Мингрелию, Свнетиею и Абхазиею; 3) Область Армянская; 4) Область Джаробелоканская; 5) Провинция Ширванская; 6) Провинция Карабахская; 7) Провинция Шекинская; 8) Ханство Талышинское; 9) Провинция Бакинская; 10) Провинция Дербентская; 11) Провинция Кубинская; 12) Округ Самурский; 13) Шамхалсство Тарковское; Ханства: Аварское, Кюра-Казы-Кумикское и Мехтулинское, и земли Лезгин. § 2. В порядке управления Закавкасскй край образует одну губернию, под наименованием Грузино-Имеретинской, и одну оласть, под наименрванием Каспийской, с особым военно-окружным управлением. § 3. Губерния и область разделяются на уезды, а уезды на участки. § 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XXI, ук. 20.701, ст. 647
- ↑ § 1. Закавказский край, впорядке общаго управления, разделяется на 4 губернии: Тифлисскую; Кутаисскую, Шемахинскую и Дербентскую