ჰაინრიხ ჰაინე (გერმ. Christian Johann Heinrich Heine; დ. 13 დეკემბერი, 1797, დიუსელდორფი — გ. 17 თებერვალი, 1856, პარიზი) — გერმანელი პუბლიცისტი და კრიტიკოსი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანელი რომანტიკოსი პოეტი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლირიკული ლექსები რომელთა უმეტესობა შემდგომში გერმანელი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციაში აირეკლა.

ჰაინრიხ ჰაინე
გერმ. Heinrich Heine
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი, 1797(1797-12-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი დიუსელდორფი, საღვთო რომის იმპერია[2] [18] [19] [20] [21] [3] [22] [23] [24] [10] [15] [25]
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1856(1856-02-17)[21] [2] [18] [19] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის მეორე იმპერია[2] [21] [19] [20] [22] [26] [27] [10] [15] [28]
დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაო[3] [21] [17]
საქმიანობა პოეტი[29] [15] [16] , მწერალი[30] , ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პოეტი ადვოკატი, პუბლიცისტი და ესეისტი
ენა ფრანგული ენა და გერმანული ენა
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საფრანგეთი[31]
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
Magnum opus გერმანია. ზამთრის ზღაპარი, ატა ტროლი, Die Harzreise, სიმღერების წიგნი და The rabbi of Bacherach
მეუღლე Mathilde Heine[18]
ხელმოწერა

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
The Radspielerhaus — ჰაინრიხ ჰაინეს სახლი მიუნჰენში 1827-1828 წლებში

ჰაინე დაიბადა ასიმილირებული გერმანელი ებრაელის ოჯახში, დუსელდორფში, გერმანიაში, რომელიც იმ დროისათვის საფრანგეთის შემადგენლობაში იყო ( 1815 წელს გადავიდა პრუსიის შემადგენლობაში.) ჰაინეს მამა გახდლათ ვაჭარი, ხოლო დედა ექიმის ქალიშვილი, მეტად განათლებული და ერუდირებული მანდილოსანი. მას შემდეგ რაც ჰაინეს მამის ბიზნესი ჩავარდა, იგი ჰამბურგში ბიძასთან გააგზავნეს. ბიძა, სოლომონი, რომელსაც სურდა, ჰაინე მამის გზას გაჰყოლოდა, ცდილობდა იგი ბიზნესით დაეინტერესებინა, თუმცა ვაჟს ეს სფერო საერთოდ არ იზიდავდა. სამაგიეროდ 1819—1825 წლებში დიდი გულმოდგინებით სწავლობდა სამართალს გეტინგენის, შემდგომში ბერლინის და ბონის უნივერსიტეტებში და ამასთამავე ისმენდა გ. ჰეგელის ლექციებს ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. შემდგომში ჰაინემ გამოაქვეყნა მოკლე სატირული პოემების კრებული ჰეგელის ფილოსოფიური „დოქტრინის“ შესახებ. სტუდენტობის პერიოდში წევრი იყო კულტურული და მეცნიერული კვლევის საზოგადოებისა (გერმ. „Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes“), რომელიც შეისწავლიდა იუდაიზმს. ჰაინე საზოგადოების წევრი იყო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე 1824 წელს სამართლის შესწავლას დაასრულებდა. იმავე წელს ჰაინე ეზიარა ლუთერანიზმს, პროტესტანული ეკლესიის ერთ ერთ მიმდევრობას.

ებრაელები მუდმივი დევნის საგანს წარმოადგენდნენ გერმანიის ბევრ საგრაფოში. მათთვის შეუძლებელი იყო დაუფლებოდნენ შესაბამის განათლებას გერმანიის უნივერსიტეტების უმეტესობაში. როგორც ჰაინე აღნიშნავს: მისთვის იუდაიზმიდან ლუთერანულ სარწმუნოებზე გადასვლა იყო „ბილეთი ევროპის კულტურისაკენ“. ჰაინე ამბობს: „როგორც ჰენრი IV ამბობს: პარიზი მესად ღირს, მე ვამბობ: ბერლინი ღირსია ქადაგების.“ ჰაინე თავისი ცხოვრების მანძილზე ხშირად ებრძოდა მისი გერმანული და ებრაული წარმომავლობის შეუთავსებლობას.

შემოქმედება

რედაქტირება
 
ჰაინრიხ ჰაინე

ჰაინე ცნობილია თავისი ლირიკული პოეზიით. განსაკუთრებით მისი ადრინდელი ნამუშევრები დასაბამი გახდა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებებისა. განსაკუთრებით მათ შორის აღსანიშნავია: რობერტ შუმანი, აგრეთვე ფრიდრიხ ზილჩერი, ფრანც შუბერტი, ფელიქს მენდელსონი, ფანი მენდელსონი, იოჰანეს ბრამსი, ჰიუგო ვოლფი, რიხარდ შტრაუსი და რიხარდ ვაგნერი; მეოცე საუკუნის კომპოზიტორებიდან აღსანიშნავია: ჰანს ენერ ჰენზე, ლორდ ბერნერსი, პოლ ლინკე და ჯოელ დაიმონდი.

ნაწარმოებების გამოქვეყნება 20-იან წლებში დაიწყო. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ღრმად განცდილი საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის გავლენა ჰაინეს კიდევ უფრო გაუმძაფრა ევროპის რევოლუციური ტრადიციების აღორძინება-აღმავლობამ. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა ლირიკული ლექსების კრებულში „სიმღერების წიგნი“ (გერმ. Buch der Lieder, გამოქვეყნდა 1827), რომელშიც პოეტის დემოკრატიული იდეები შეერწყა პოლიტიკურ და სოციალურ განთავისუფლების იდეებს. კრებულში მძლავრია გერმანიის ხალხური ლირიკის ინტონაცია; თითქმის ეპიგრამული ხასიათის „სიმღერები“ დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს, იგი განტვირთულია არქაიზმებისაგან, ნაწილობრივ მიჰყვება გოეთეს ლირიკას. ამავე პერიოდის „მოგზაურობის სურათები“ (ნაწ. 1-4, 1826—1831) მიმართულია რესტავრაციის წინააღმდეგ; მასში ჰაინე — რეალისტი აღწევს ფართო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის განზოგადებას; ამავე დროს ნაწარმოებში იკვეთება მწერლის ლიტერატურული მანერა ― პროზა ლირიკულია, ასოციაციური, საგრძნობია მოულოდნელი იმპროვიზაციისა და გადახვევების სიჭარბე.

1832 წელს ჰაინემ გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“. „ფაქტობრივად არ არსებობს მეტად ექსტრაორდინალური წიგნი მსოფლიოში უფრო მეტად ორდინალური სათაურით; წიგნი სავსე ლამაზად გაფორმებული ლიტერატურული ნარკვევებით, ექსცენტრიული ანეგდოტებით, ისტორიული გამჭრიახობით, იტელექტუალური საზრიანობით და გამბედაობით ...ძნელად თუ მოეპოვება მისი ბადალი..“ [1]

გერმანიის თვითმპყრობელობა, პოლიტიკა და ცენზურა ძალზე ავიწროებდა პოეტს, მისთვის ყველა კარი დახშული იყო. 1831 ჰაინე იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა პოლიტიკურ ემიგრანტად, რამდენადაც მიჩნეული იყო გერმ. ოპოზიციური ლიტერატურის მოთავედ. 1835 გერმანიის ბუნდესტაგმა აკრძალა ჰაინეს თხზულებები. 30-იან წლებიდან მოყოლობული იგი ჩაება გერმანელი ემიგრანტების პოლიტიკერ საქმიანობაში, დაუახლოვდა დიდ ფრანგ მწერლებს; მან თავად იკისრა საფრანგეთისა და გერმანიას შორის თავისებური იდეურ-კულტ. შუამდგომლობა, რაც აისახა ნაწარმოებებში: „ფრანგი მხატვრები“ (1831), „ფრანგული ვითარებანი“ (1832), „ფრანგული სცენის თაობაზე“ (1837), „რომანტიკული სკოლა“ (1833, 1836), „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“ (გერმანულად 1834, ფრანგულად 1835), „ლუტეცია“ (1840—1847, ცალკე გამოქყვენდა 1855). ამავე ხანებში ჰაინემ წამოიწყო პოლემიკა ლ. ბერნესთან, რაც საფუძვლად დაედო მის პამფლეტს „ლუდვიგ ბერნე“ (1840) და პოემას „ატა ტროლი. ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1843). პარიზში ჰაინემ შეისწავლა ფრანგი სოციალისტების დოქტრინები; იგი გაიტაცა ფურიესა და სენ-სიმონის იდეებმა. 1843 აქვე გაიცნო და დაუახლოვდა კ. მარქსს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პოეტის შემდგომ პოლიტიკრ შეხედულებებზე. 1844 გამოაქვეყნა „თანამედროვე ლექსები“ და პოემა „გერმანია. ზამთრის ზღაპარი“, რომლებშიც უმაღლეს დონეზე მიაღწია პოლიტიკურ ლირიკამ.

გარდაცვალება

რედაქტირება
 
ჰაინრიხ ჰაინეს საფლავი მონმარტრის სასაფლაოზე

1846 წლიდან ჰაინე დამბლამ სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს. ამ პერიოდის ლექსების კრებულში „რომანსერო“ (1851) და „აღიარებანი“ (1853—1854) ახლებულად აჟღერდა მისი პოლიტიკური ლირიკა. ჰაინე გარდაიცვალა პარიზში, დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაოზე. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღმერთი შემიწყალებს“.

ჰაინრიხ ჰაინეს წიგნების უმეტესობა დაწვეს 1933 წელს ბერლინში, ოპერნპლატცის მოედანზე.

ჰაინეს გავლენა ქართულ ლიტერატურაში

რედაქტირება

ჰაინეს შემოქმედებას საქართველოში პირველად ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტურმა ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული თარგმანები ეკუთვნის იოსებ ბაქრაძეს; მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ქართულად თარგმნილია ჰაინეს შემოქმედების დიდი ნაწილი; მას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.

ნარკვევები

რედაქტირება
 
Reisebilder, 1831
  • „სიმღერების აღმაფრენა“ — Auf Flügeln des Gesanges
  • „პოეზია“ — Gedichte, 1821
  • Tragödien, nebst einem lyrischen Intermezzo', 1823
  • „მოგზაური“ — Reisebilder', 1826-31
  • „აღმაფრენა“ — Die Harzreise, 1826
  • „იდეები, ლა გრანდის წიგნი“ — Ideen, das Buch le Grand, 1827
  • „ინგლისური ფრაგმენტი“ — Englische Fragmente, 1827
  • „სიყვარულის წიგნი“ — 'Buch der Lieder, 1827
  • „ფილოსოფიის და რელიგის ისტორია გერმანიაში“ — Zur Geschichte der Philosophie und Religion in Deutschland, 1832
  • „ფრანგული სასაკლაო“ — Französische Zustände, 1833
  • „ახალი ლიტერატურის ისტორია გერმანიაში“ — Zur Geschichte der neueren schönen Literatur in Deutschland, 1833
  • „რომანტიკული სკოლა“ — Die romantische Schule, 1836
  • „სალონი “ — Der Salon, 1836-40
  • „ლორელაი“ — Die Lorelei — ლორელაი 1838
  • „ლუდვიგ ბორნი: მემუარები“ — Ludwig Börne: Eine Denkschrift, 1840
  • „ახალი ზღაპარი“ — Neue Gedichte' (Big Rudy), 1844
  • „გერმანია. ზამთრის ზღაპარი“ — Deutschland. Ein Wintermärchen, 1844
  • „ატა ტროლი. ზაფხულის ზღაპარი“ — Atta Troll. Ein Sommernachtstraum, 1847
  • „რომანსერო “ — Romanzero, 1851
  • „ბატონი ფაუსტი“ — Der Doktor Faust, 1851
  • Les Dieux en Exil, 1853
  • „აღმაფრენა“ — Die Harzreise, 1853
  • „ლუტეცია“ — Lutezia, 1854
  • „სხვადასხვა ჩანაწერები“ — Vermischte Schriften, 1854
  • „უკანასკნელი სამადლობელი“ — Letzte Gedichte und Gedanken, 1869
  • „სრული ნარკვევები — Letzte Gedichte und Gedanken', 1887-90 (7 Vols.)
  • „სრული ნარკვევები“ — Sämtliche Werke — სრული ნარკვევები, 1910-20
  • „სრული ნარკვევები“ — 'Sämtliche Werke, 1925-30
  • „ნარკვევები და წერილები“ — Werke und Briefe, 1961-64
  • „სრული ჩანაწერები“ — Sämtliche Schriften, 1968

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118548018 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Берковский Н. Я. Гейне // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 J. W. F., J. G. R. Heine, Heinrich // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 13.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 WeChangEd
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  16. 16.0 16.1 16.2 The Fine Art Archive — 2003.
  17. 17.0 17.1 17.2 Find a Grave — 1996.
  18. 18.0 18.1 18.2 П. Вейнберг Гейне, Генрих // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 254–257.
  19. 19.0 19.1 19.2 Горнфельд А. Г. Гейне, Генрих // Еврейская энциклопедияСПб: 1910. — Т. 6. — С. 270–277.
  20. 20.0 20.1 Гейне Генрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 J. Mähly Heine, Heinrich // Allgemeine Deutsche BiographieL: 1880. — ტ. 11. — S. 338–351.
  22. 22.0 22.1 Гейне // Энциклопедический лексиконСПб: 1838. — Т. 13. — С. 424.
  23. http://www.nytimes.com/2007/05/27/realestate/27scap.html
  24. http://www.nytimes.com/2007/05/27/realestate/27scap.html?ref=realestate
  25. Sammons J. L. Encyclopædia Britannica
  26. http://www.gutenberg.org/files/12473/12473.txt
  27. http://muse.jhu.edu/journals/monatshefte/v104/104.2.peters.pdf
  28. JSTOR — 1995.
  29. http://www.nytimes.com/2008/06/11/books/11eder.html
  30. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  31. https://odysseo.generiques.org/ark:/naan/a0114424969760tfHY3