ფანი მენდელსონ ბართოლდი (დ. 14 ნოემბერი, 1805, ჰამბურგი, გერმანია — გ. 14 მაისი, 1847, ბერლინი, პრუსია)[1] — გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი, ადრეული რომანტიზმის ეპოქაში. დღეს ფანი მენდელსონი, ითვლება რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპოზიტორად.[2]

ფანი მენდელსონი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1805, ჰამბურგი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1847, ბერლინი, პრუსია
ცნობილია როგორც გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი
მეუღლე(ები) ვილჰელმ ჰენსელი (გ.1861)
შვილ(ებ)ი სებასტიან ჰენსელი
მშობლები მამა: აბრაამ მენდელსონ ბართოლდი
დედა: ლეა სოლომონ მენდელსონი
ნათესავები ფელიქს მენდელსონი, რებეკა მენდელსონი, პოლ მენდელსონი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

 
ფანი მენდელსონი, ესკიზი 1829 წელს გააკეთა ვილჰელმ ჰენსელმა

ფანი მენდელსონი დაიბადა ჰამბურგში, ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსი. მენდელსონის ორივე მშობელი - მამა, აბრაამამ მენდელსონი (1776-1835) და დედა ლეა სოლომონ მენდელსონი (1777-1842) - კულტურული პიროვნებები იყვნენ, რომლებმაც აქტიური როლი ითამაშეს თავიანთი შვილების აღზრდაში. ახალგაზრდა ფანიმ და მისმა და-ძმებმა ფართო განათლება მიიღეს, თავდაპირველად ორივე მშობლისგან, მოგვიანებით კი მასწავლებლებისგან . მათ შეისწავლეს ფრანგული, გერმანული, ლათინური, ბერძნული, აგრეთვე, არითმეტიკა, გეომეტრია, გეოგრაფია, ლიტერატურა, მუსიკალური თეორია, ვიოლინოზე დაკვრა და ხატვა.[3]

ლეამ, მალევე შეამჩნია ფანის და ფელიქსის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი. მათ პატარა ასაკიდანვე დაიწყეს საუკეთესო მასწავლებლებისგან მუსიკალური განათლების მიღება. ამრიგად, 14 წლის ასაკში, ფანის უკვე შეეძლო ბახის The Good-Tempered Clavier– ის 24 პრელუდის დაკვრა და მან ეს 1819 წელს, მამამისის დაბადების დღეზე შეასრულა. თუმცა, მისი პასუხი ასეთი იყოː ”ძალიან კარგია, ძვირფასო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოგო ხარ, ასე რომ შეგიძლია დაივიწყო ამ საქმის საჯაროდ წამოწყება.”[4] 14 წლის ასაკში მამამისმა შეახსენა, რომ კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო თავის მომავალ როლზე, როგორც ცოლი და დედა, რადგან საზოგადოებრივი კონცერტები და მუსიკალური ნაწარმოებების გამოცემა ქალის საქმიანობას არ წარმოადგენდა.[2]

 
ვილჰელმ ჰენსელი: ავტოპორტრეტი (1829)

ქორწინება და შემდგომი წლები რედაქტირება

1829 წელს, ფანი დაქორწინდა პრუსიის კარის მხატვარზე, ვილჰელმ ჰენზელზე. 1830 წელს მათ ერთადერთი ვაჟი, სებასტიან ჰენსელი შეეძინათ. 1839–40 წლებში, ფანი, მეუღლესთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. დედის გარდაცვალებისთანავე, 1842 წელს ის გახდა მენდელსონების ოჯახის სახლის ხელმძღვანელი ბერლინში, სადაც ხშირად აწყობდა კონცერტებს.

ფელიქსი და ფანი რედაქტირება
 
ფელიქს მენდელსონის პორტრეტი ვილჰელმ ჰენსელის მიერ, 1847 წ

ფანის და მის უმცროს ძმას, ფელიქს მენდელსონს, ასევე კომპოზიტორსა და პიანისტს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. იმ დროს არსებული სოციალური სტერეოტიპების გამო, რომლებიც ქალთა როლებს ეხებოდა, მისი მრავალი შედევრი, მისი ძმის სახელით გამოქვეყნდა. 15 წლის განმავლობაში, ფანის საქმიანობა საიდუმლოდ რჩებოდა. იგი წერდა მუსიკას, რომელსაც იცოდა, რომ მხოლოდ საკუთარ სახლში მოისმენდა. საბოლოოდ, 1846 წელს, მან გამოაქვეყნა თავისი კომპოზიციების კრებული. შემდეგ წელს, 41 წლის ასაკში, იგი ინსულტის შეტევისგან მოულოდნელად გარდაიცვალა.[4]

გარდაცვალება რედაქტირება

1847 წლის 14 მაისს, ფანი მენდელსონი ინსულტის შეტევამ იმსხვერპლა, რომელიც ერთ-ერთი რეპეტიციის დროს განიცადა. დის გარდაცვალების შემდეგ, ფელიქს მენდელსონი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ექვსი თვის შემდეგ, იმავე წლის 4 ნოემბერს, იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.[1]

ფანიმ დაწერა 500-მდე მუსიკალური კომპოზიცია. მისმა ვაჟმა სებასტიანმა, დაწერა მენდელსონის ოჯახის ბიოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ დაფუძნებულია ფანის დღიურებსა და წერილებზე, რომლებიც უამრავ ინფორმაციას გვაწვდის მისი ძმის, ფელიქსის შესახებ.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 https://www.britannica.com/biography/Fanny-Mendelssohn. Britanicca
  2. 2.0 2.1 http://www.fannyhensel.de/hensel_eng/bio_frame.htm დაარქივებული 2021-03-30 საიტზე Wayback Machine. . FannyHensel
  3. https://www.loc.gov/item/ihas.200156440/. LIBRARYOFCONGRESS
  4. 4.0 4.1 Hayman, Sheila (8 March 2017). https://www.theguardian.com/music/2017/mar/08/fanny-mendelssohn-easter-sonata-premiere-sheila-haymanდაარქივებული 2021-01-14 საიტზე Wayback Machine. The Guardian. Retrieved 25 fabruary 2021.