ლიტერატურული საქართველო
„ლიტერატურული საქართველო“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდის 1931 წლის ნოემბრიდან თბილისში. 1931–1934 წლებში ეწოდებოდა „სალიტერატურო გაზეთი“ (გამოდიოდა 10დღეში ერთხელ). 1935–1935 — „ლიტერატურული გაზეთი“ (გამოდიოდა 6 დღეში ერთხელ), 1936–1943 — „ლიტერატურული საქართველო“ (გამოდიოდა ყოველკვირეულად), 1943 წლის ოქტომბრიდან 1953 წლის თებერვლამდე — „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1953 წლის თებერვლიდან — „ლიტერატურული გაზეთი“, ხოლო 1963 წლის თებერვლიდან — „ლიტერატურული საქართველო“. იბეჭდება მხატვრული ლიტერატურა, კრიტიკული და პუბლიკაციური სტატიები, წერილები თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე და სხვა. 1981 წლიდან 16 გვერდიანი. ტირაჟი 22 ათასი (1981).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 259.