საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
ჰიმნის ნოტები | |
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
ტექსტის ავტორი | დავით მაღრაძე |
მუსიკის ავტორი | ზაქარია ფალიაშვილი |
შემოღებულ იქნა | 2004 წელს |
ისტორია
რედაქტირებაახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს [1], პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. მანამდე კანონი განხილულ იქნა 22 აპრილს, 2004 წელს, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებს ჰიმნის მიღების წინა ისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ, ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაიჟღერა ჰიმნის მუსიკამ.[2]
პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატთა ერთი ნაწილი საბოლოო სრულყოფისათვის ჰიმნის მიღების გადადებას მოითხოვდა. საკითხის განხილვის დასასრულს, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ 131 მომხრით 14-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ პირველი მოსმენით მიიღო.[3]
ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტიცებულია კანონით, ხოლო მისი ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუსიკა
რედაქტირებაჰიმნის მუსიკა შეიქმნა, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის ოპერების: „აბესალომ და ეთერისა“ (1918) და „დაისის“ (1923) მიხედვით, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის მიერ.
ტექსტი
რედაქტირებასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნები | |
---|---|
დიდება (1918–1922) | |
საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991) | |
დიდება (1990–2004) | |
თავისუფლება (2004– დღემდე)
|
ქართულად | (ISO 9984:1996 ნორმა) | ოფიციალური ტრანსლიტერაცია |
---|---|---|
ჩემი ხატია სამშობლო, |
č’emi xatia samšoblo, |
|
ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი კლასიკოსების: აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა – საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი;
- დავით მაღრაძე ჰიმნის შესახებ – თსუ-გამომცემლობა[მკვდარი ბმული]
- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აუდიო ჩანაწერი (MP3 ფორმატი)[მკვდარი ბმული]
- ისტორიის გვერდი - სახელმწიფოს სიბოლიკა დაარქივებული 2007-12-04 საიტზე Wayback Machine.
- სახელმწიფო ჰიმნი - სახელმწიფოს ხასიათი და ისტორია, რუბრიკები / უხილავი ფარდა. რადიო თავისუფლება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ (No 72-2s). გასწორდა 4 აპრილს, 2006 .
- ↑ Parliament of Georgia პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა დაარქივებული 30.09.2007, საიტზე Wayback Machine. . 22 აპრ., 2004. გასწორდა 3 აპრილს, 2006.
- ↑ პარლამენტის პლენარული სხდომა საინფორმაციო გამოშვება/2004, 20 მაისი[მკვდარი ბმული]