მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

გიორგი (გოკა) კონსტანტინეს ძე გაბაშვილი (დ. 9 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

გიორგი გაბაშვილი
გიორგი გაბაშვილი
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 30 იანვარი 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი

დაბადებული9 იანვარი, 1973
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შვილები1
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფიარედაქტირება

1991-1994 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში - გერმანისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1997 წელს მუშაობდა განათლების სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. 1998 წელს მუშაობდა გერმანიაში, ბონის გერმანიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში. 1998-2002 წლებში მუშაობდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“, 2000-2002 წლებში უძღვებოდა საავტორო ტელეპროექტს „აზრი“, იყო პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ გენერალური მდივანი. 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2012 წლიდან მე-8 მოწვევის პარლამენტში არის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება