სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე გაბაშვილი.

კონსტანტინე ვლადიმერის ძე გაბაშვილი (დ. 26 სექტემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. გოკა გაბაშვილის მამა.[1]

კოტე გაბაშვილი
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 იანვარი, 1993 – 16 ოქტომბერი, 1993
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიოთარ ლითანიშვილი
მემკვიდრენიკოლოზ ლეკიშვილი

დაბადებული26 სექტემბერი, 1948 (1948-09-26) (76 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
შვილებიგოკა გაბაშვილი
რელიგიამართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილება. 1971-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. 1989-1991 წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე. 1992-1993 წლებში — განათლების მინისტრი. 1993 წელს თბილისის მერი. 1993-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. 2001-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში. 2008-2012 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სემანტიკური კვლევის საკითხები“. პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

1992 წლის 4 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთობა“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 66, თბ., 1998-1999

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „სასამართლოსთან დაპირისპირების დროს კოტე გაბაშვილი დააკავეს“. tabula.ge. 2014-07-05. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)