ნიკო ლეკიშვილი
ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ლეკიშვილი (დ. 20 აპრილი, 1947, თბილისი — გ. 3 იანვარი, 2025) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს უზენაესი საბჭოსა (1990–1991) და პარლამენტის 3 მოწვევის დეპუტატი (1992, 1999, 2004). თბილისის მერი (1993–1995). სახელმწიფო მინისტრი (1995–1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (2019).
ნიკო ლეკიშვილი | |
თბილისის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ოქტომბერი, 1993 – 8 დეკემბერი, 1995 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | კოტე გაბაშვილი |
მემკვიდრე | ბადრი შოშიტაიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1995 – 26 ივლისი, 1998 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ბაკურ გულუა (როგორც პრემიერ-მინისტრის მ.შ.) ოთარ ფაცაცია (როგორც პრემიერ-მინისტრი) |
მემკვიდრე | ვაჟა ლორთქიფანიძე |
დაბადებული | 20 აპრილი, 1947 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 3 იანვარი, 2025 (77 წლის) |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოენერგეტიკის კათედრაზე, კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, რაიაღმასკომის თავმჯდომარედ, კპ-ს თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კპ-ს თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.
1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი). 1993–1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე.
1993–1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995–1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (ამბროლაურის მაჟორიტარი); საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი).
გარდაიცვალა 2025 წლის 3 იანვარს, 77 წლის ასაკში.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა“. www.interpressnews.ge. 3 იანვარი, 2025. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)