Disambig-dark.svg ტერმინს „დიდება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიდება მრავალმნიშვნელოვანი.

დიდებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918-1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. ის ამავადროულად პირველი ქართული ეროვნული ჰიმნია. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.

დიდება
Dideba.gif
ჰიმნის ნოტები
ქვეყანა საქართველო
ტექსტის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი
მუსიკის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი
შემოღებულ იქნა 1918 წელს
აქტიური იყო 1918–1921 და 19912004 წწ.

2004 წლის აპრილში, „დიდება“ შეიცვალა ახალი სახელმწიფო ჰიმნით — „თავისუფლება“.

ტექსტირედაქტირება

ქართული ტრანსლიტერაცია
დიდება ზეცით კურთხეულს!
დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლის
მიზანს დიადსა!
„ვაშა!“ ტრფობასა, სიყვარულს,
„ვაშა!“ შვებასა, სიხარულს,
„სალამი!“ ჭეშმარიტების,
შუქ — განთიადსა.
Dideba zetsit k’urtkheuls,
dideba kveq’nad samotkhes
t’urpa iversa.
Dideba dzmobas, ertobas.
Dideba tavisuplebas,
dideba samaradiso
kartvel mkhne ersa!
Dideba chvensa samshoblos,
Dideba chveni sitsotskhlis
Mizans diadsa;
Vasha t’rpobasa, siq’varuls.
Vasha shvebasa, sikharuls,
salami ch’eshmarit’ebis
shuk–gantiadsa!
დიდება

ლიტერატურარედაქტირება

  • ფოცხვერაშვილი კოტედიდება (ნოტი) : ქართული ეროვნული ჰიმნი : განმარტივებული სახალხო გამოცემა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის (შეიძლება ფორტეპიანოზედაც დაიკრას) / სიტყვ. და მუზიკა კოტე ფოცხვერაშვილისა — ქუთაისი : ავტ. გამოც. N1, 1918 : ი. კილაძის სტ. — [4]გვ. ; 31სმ. — : 1მ. — www.nplg.gov.ge;
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები
  დიდება (1918–1922)
  საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991)
  დიდება (1990–2004)
  თავისუფლება (2004– დღემდე)
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება