მეწიეთი
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
მეწიეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში (სოფლები: ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი, ხიდისთავი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. ხიდისთავიდან 2 კმ. სოფლიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე. სოფელი შედიოდა ხიდისთავის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ინახებოდა ოქროთი მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, ჯვარი და „მარხვანი“.[2] სოფელში დაიბადა მწერალი ჭოლა ლომთათიძე.
სოფელი | |
---|---|
მეწიეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიდისთავი |
კოორდინატები | 41°57′39″ ჩ. გ. 42°12′47″ ა. გ. / 41.96083° ჩ. გ. 42.21306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
მოსახლეობა | 125[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 126 | ||
1911[4] | 353 | ||
2002[5] | 182 | 80 | 102 |
2014[1] | 125 | 59 | 66 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 177-178 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II