იოსებ მეგრელიძე
იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძე (დ. 9 აპრილი, 1909, ხიდისთავი — გ. 29 იანვარი, 1996) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი. ავტორია ნაშრომებისა ქართული და ქართველური, დაღესტნურ-დიდოური ენების, რუსთაველოლოგიისა და ქართული მწერლობის, ქართული და კავკასიური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ეპიგრაფიკის, არმენისტიკის საკითხებზე. გამოსცა ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის, მოსე გოგიბერიძის და სხვათა ნაშრომები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ლაზური და მეგრეული შრეები გურულში“ 1938, რუსულ ენაზე
- „რუსთაველი და ფოკლკლორი“ 1960, რუსულ ენაზე
- „რუსთველოლოგები“, 1970
- „იაკობ გოგებაშვილი და ახალი ქართული ენა, სახელმძღვანელოები და გრამატიკის საკითხები“, 1973
- სიძველეები ლიახვის ხეობაში, 1984
- „ჭოლა ლომთათიძე“ 1979
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 536.