საზოგადოებრივი ცენტრი

საზოგადოებრივი ცენტრი — საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საჯარო დაწესებულებები, სადაც მომხმარებელს შეეძლო სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ცენტრში შესაძლებელი იყო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს მექანიზატორის სერვისებით სარგებლობა.

საზოგადოებრივი ცენტრი
უწყების შესახებ
შეიქმნა 2012
გაუქმდა 2023
მომდევნო უწყება ჩანაცვლდა იუსტიციის სახლებით
ზემდგომი უწყება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საიტი
www.centri.gov.ge

ცენტრში განთავსებული იყო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. აქვე იყო გამოყოფილი ადგილი ბანკომატისა და გადახდის აპარატისათვის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი. ცენტრებში ასევე იყო შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სამოქალაქო საზოგადოებას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

2023 წელს ყველა საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის სახლად გადაკეთდა.

ფილიალები

რედაქტირება

2022 წლისათვის მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრები:[1]

  1. შაშიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი; 2012 წლის 18 სექტემბრიდან)
  2. სართიჭალა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი; 2012 წლის 24 სექტემბრიდან)
  3. გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი; 2012 წლის 27 სექტემბრიდან)
  4. რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 28 იანვრიდან)
  5. ჭალადიდი (ხობის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 14 თებერვლიდან)
  6. ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 29 მარტიდან)
  7. მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 10 ივნისიდან)
  8. კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 22 ივნისიდან)
  9. ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 1 ივლისიდან)
  10. ნიგოითი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 9 ივლისიდან)
  11. ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 3 აგვისტოდან)
  12. შორაპანი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი; 2013 წლის 18 სექტემბრიდან)
  13. ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი; 2014 წლის 28 ოქტომბრიდან)
  14. მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი; 2014 წლის 13 ნოემბრიდან)
  15. გეგუთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი; 2014 წლის 25 ნოემბრიდან)
  16. მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი; 2014 წლის 9 დეკემბრიდან)
  17. კაჭრეთი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი; 2014 წლის 23 დეკემბრიდან)
  18. ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 27 თებერვლიდან)
  19. ნუკრიანი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 5 მარტიდან)
  20. კორბოული (საჩხერის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 22 მარტიდან)
  21. ღორეშა (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 29 აპრილიდან)
  22. კაზრეთი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 22 ივნისიდან)
  23. შილდა (ყვარლის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 6 ივლისიდან)
  24. ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 13 ივლისიდან)
  25. ქვემო ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 20 ივლისიდან)
  26. კაბალი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 13 ნოემბრიდან)
  27. ლენტეხი (ლენტეხის მუნიციპალიტეტი; 2015 წლის 20 ნოემბრიდან)
  28. ჩაქვი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 15 იანვრიდან)
  29. ხრეითი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 27 იანვრიდან)
  30. სადახლო (მარნეულის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 16 თებერვლიდან)
  31. რუხი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 20 თებერვლიდან)
  32. დიდი ჯიხაიში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 14 მარტიდან)
  33. მარტყოფი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 24 მარტიდან)
  34. იორმუღანლო (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 8 ივნისიდან)
  35. არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 20 ივლისიდან)
  36. ტყვიავი (გორის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 8 სექტემბრიდან)
  37. ვალე (ახალციხის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 25 სექტემბრიდან)
  38. ბერძენაული (ქარელის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 30 სექტემბრიდან)
  39. უსახელო (ჭიათურის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 2 ოქტომბრიდან)
  40. კიცხი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 3 ოქტომბრიდან)
  41. ბარალეთი (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 4 ნოემბრიდან)
  42. ლაჯანა (ცაგერის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 11 ნოემბრიდან)
  43. კუმურდო (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 14 ნოემბრიდან)
  44. წალკა (წალკის მუნიციპალიტეტი; 2016 წლის 26 დეკემბრიდან)
  45. კოხნარი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; 2017 წლის 5 ივლისიდან)
  46. გლდანი (თბილისი; 2017 წლის 1 აგვისტოდან)
  47. ზეინდარი (ვანის მუნიციპალიტეტი; 2017 წლის 14 სექტემბრიდან)
  48. ბაკურიანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი; 2017 წლის 5 ოქტომბრიდან)
  49. მეორე სვირი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი; 2017 წლის 13 ოქტომბრიდან)
  50. ფასანაური (დუშეთის მუნიციპალიტეტი; 2017 წლის 30 ნოემბრიდან)
  51. ჯგალი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი; 2017 წლის 31 დეკემბრიდან)
  52. ლანჩხუთი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 4 მაისიდან)
  53. აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 9 ივლისიდან)
  54. სანიორე (თელავის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 27 აგვისტოდან)
  55. ზედა საზანო (თერჯოლის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 10 სექტემბრიდან)
  56. ლესიჭინე (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 17 სექტემბრიდან)
  57. საჩხერე (საჩხერის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 19 ოქტომბრიდან)
  58. წნორი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 24 ნოემბრიდან)
  59. დმანისი (დმანისის მუნიციპალიტეტი; 2018 წლის 25 დეკემბრიდან)
  60. ადიგენი (ადიგენის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 15 იანვრიდან)
  61. ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 28 იანვრიდან)
  62. მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 11 თებერვლიდან)
  63. უდაბნო (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 13 თებერვლიდან)
  64. საწირე (ტყიბულის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 25 თებერვლიდან)
  65. შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 15 მაისიდან)
  66. ქობულეთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 23 სექტემბრიდან)
  67. ტყიბული (ტყიბულის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 26 ოქტომბრიდან)
  68. ქედა (ქედის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 27 ოქტომბრიდან)
  69. ხულო (ხულოს მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 28 ოქტომბრიდან)
  70. დუშეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 8 ნოემბრიდან)
  71. ამბროლაური (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 19 ნოემბრიდან)
  72. თეთრიწყარო (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 25 ნოემბრიდან)
  73. ცაგერი (ცაგერის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 6 დეკემბრიდან)
  74. ყაჩაღანი (მარნეულის მუნიციპალიტეტი; 2019 წლის 13 დეკემბრიდან)
  75. ჭრებალო (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 13 იანვრიდან)
  76. აბაშა (აბაშის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 28 თებერვლიდან)
  77. ხობი (ხობის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 5 ივნისიდან)
  78. ხარაგაული (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 12 ივნისიდან)
  79. ჭიათურა (ჭიათურის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 26 ივნისიდან)
  80. ვანი (ვანის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 10 ივლისიდან)
  81. ჩოხატაური (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 17 აგვისტოდან)
  82. ბაღდათი (ბაღდათის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 27 აგვისტოდან)
  83. დედოფლისწყარო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 7 სექტემბრიდან)
  84. ასპინძა (ასპინძის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 14 სექტემბრიდან)
  85. ნინოწმინდა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი; 2020 წლის 22 ოქტომბრიდან)
  86. სიღნაღი (სიღნაღი მუნიციპალიტეტი; 2021 წლის 20 სექტემბრიდან)
  87. ჩხოროწყუ (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი; 2021 წლის 22 ნოემბრიდან)
  88. კასპი (კასპის მუნიციპალიტეტი; 2021 წლის 3 დეკემბრიდან)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ განახორციელა რეფორმები საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე დაბალი იყო.

2011 წლიდან სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების და ადგილობრივი ინფრსტრუქტურის განვითარების გზით.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, სოფლიდან გაუსვლელად ესარგებლა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეეძლოთ ესარგებლათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი იყო კერძო კომპანიები „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

რეფორმის შემდეგ, 2023 წელს ყველა არსებული საზოგადოებრივი ცენტრი გარდაიქმნა იუსტიციის სახლად.[2]

პარტნიორები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საზოგადოებრივი ცენტრები. საზოგადოებრივი ცენტრის საიტი. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2025
  2. „საზოგადოებრივი ცენტრები იუსტიციის სახლებად გადაკეთდა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)