კორბოული
კორბოული — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნიგვზარა, შომახეთი). სოფელში მოიპოვება პემზა. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა და საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის გომი-საჩხერის საავტომობილო გზა. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.
სოფელი | |
---|---|
კორბოული | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | კორბოული |
კოორდინატები | 42°13′46″ ჩ. გ. 43°28′17″ ა. გ. / 42.22944° ჩ. გ. 43.47139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 790 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3264[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ზღვის დონიდან 790 მეტრი, საჩხერიდან 18 კილომეტრი, თბილისიდან 145 კმ, ხაშურიდან 55 კმ, ჭიათურიდან 25 კმ.
კორბოულს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან გორისა, მოძვი და ჯალაურთა, სამხრეთიდან მდინარე ძირულა, სოფლები ხვანი, ჭალოვანი და ლიჩი. აღმოსავლეთიდან შიდა ქართლის მხარის სოფლები, ხოლო დასავლეთიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები — ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან აკრავს შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ქვედა ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა. აღმოსავლეთიდან ეწრების და ესიების სერები.
საშუალო წლიური ტემპერატურაა 10 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,3 °C, ივლისისა — 22,5 °C. აბსოლუტური მინიმუმი -31 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექები 1480 მმ. წელიწადში.
არის როგორც ფართო ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანები ტყე. ნიადაგის სახეებიდან წარმოდგენილია: მთის, ეწერი, ტუტე და ალუვიური ნიადაგები. სოფლის ფართობი შეადგენს 7,5 კმ²-ს. სახნავ ფართობებს უკავია 2150 ჰა, საძოვარს 1315 ჰა, მრავალწლიანი ნარგავებს 7 ჰა, სათიბს 40 ჰა, ტყესა და ბუჩქნარს 3098 ჰა. სოფელში მიედინება მცირე მდინარეები გაბანდულა, საკანაფურა, საჩქეფელა და სხვა. მთავარი მდინარეა დუმალა. ის პერიოდულად შრება. კორბოულისა და ბერეთისის საზღვარზე მოწყობილია დიდი წყალსაცავი, საიდანაც წყალი იტუმბება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსარწყავად.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3264 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 3647 | 1837 | 1810 |
2014[1] | 3264 | 1660 | 1604 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 662.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II